ბავშვები

ბავშვები

Friday, February 26, 2016

ბავშვების შთაბეჭდილებები


ელენე ქიბიშაური -
"საბავშვო ბლოგის" ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურის გამარჯვებული
მე ვარ ელენე ქიბიშაური, თბილისის 49-ე საჯარო სკოლის  V კლასის მოსწავლე. მონაწილეობა მივიღე „საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინაში და გავიმარჯვე I ტურში. ინტერნეტ-ვიქტორინის II ტურში გადასული ბავშვები ვიყავით ზემო და ქვემო ბეთლემის ტაძრებში.
არასოდეს დაგვავიწყდება ის ლამაზი ფრესკები და ის გარემო, რაც ზემო ბეთლემში იყო. ზემო ბეთლემის ტაძარი მეფე ვახტანგ გორგასალმა მე-5 საუკუნეში ააგო. გადმოცემით იქ ვახტანგ მეფის დედა და და არიან დასაფლავებულები.
მე ზემო ბეთლემში დავესწარი წირვას, ჩავაბარე აღსარება და ვეზიარე. შემდეგ ჩვენ ზემო ბეთლემის ეზოში გადავიღეთ სურათები, ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურში გამარჯვებისთვის დაგვაჯილდოვეს. მე ძალიან მომეწონა ზემო ბეთლემის ტაძარი და ამ ტაძრის ისტორია.

მე ძალიან მომწონს „საბავშვო ბლოგი“ და მინდა ამ ბლოგს დაემატოს კატეგორია „ქართული ცეკვები“, სადაც იქნება ინფორმაცია ძველი და თანამედროვე ქართული ცეკვების შესახებ. 





საბა ფრუიძე - "საბავშვო ბლოგის" ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურის გამარჯვებული
მე ვარ საბა ფრუიძე, თბილისის 49-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე. ძალიან გამეხარდა, როდესაც გავიგე, რომ “საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურის გამარჯვებულები ექსკურსიაზე მივდიოდით ზემო ბეთლემში.
ზემო ბეთლემის ტაძარში ძალიან ბევრი რამ გავიგე ამ ტაძრის შესახებ და არა მარტო ტაძრის, არამედ საქართველოს ისტორიის შესახებაც კი. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იქ ჩვენ დაგვირიგეს სიგელები, საჩუქრები და გადავიღეთ სურათები.
ჩემთვის მთავარი იყო ისიც, რომ იქ ვიყავი ძალიან კარგ ხალხთან ერთად. ეკლესიიდან წამოსვლის შემდეგ ვიყავი ძალიან გალაღებული და ბედნიერი ჩემი მასწავლებლის ასეთი მოპყრობის და პატივისცემის გამო.
ასე, რომ ზემო ბეთლემის ეკლესიაში ყოფნისას ჩემი განცდები იყო უსაზღვრო და უკიდეგანო.





დიტო მაისურაძე - "საბავშვო ბლოგის" ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურის გამარჯვებული
მე ვარ დიტო მაისურაძე, თბილისის მე-4 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე. ფეისბუქზე ვნახე „საბავშვო ბლოგი“, სადაც გამოცხადებული იყო ინტერნეტ-ვიქტორინა, დავინტერესდი და მივიღე მონაწილეობა. ძალიან მომეწონა ინტერნეტ-ვიქტორინის კითხვარი.
„საბავშვო ბლოგზე“ წავიკითხე ისტორიები წმიდანების შესახებ. ამ ბლოგში მომეწონა ანიმაციები და პატერიკები.
მე გავიმარჯვე „საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურში. გამარჯვებულებმა მოვაწყვეთ ექსკურსია ზემო ბეთლემში. იქ დამაჯილდოვეს სიგელით და საჩუქრებით. იმედი მაქვს, რომ ინტერნეტ-ვიქტორინის შემდეგ ტურებშიც გავიმარჯვებ.






სალომე მარტაშვილი - "საბავშვო ბლოგის" ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურის გამარჯვებული
მე ვარ „საბავშვო ბლოგის“ მეგობარი სალომე მარტაშვილი. ვსწავლობ თბილისის 49-ე საჯარო სკოლის V კლასში.
მე გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო „საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინაში და გავიმარჯვე I ტურში. ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურის გამარჯვებულებმა ექსკურსია მოვაწყვეთ ზემო ბეთლემის და ქვემო ბეთლემის ტაძრებში.
ზემო ბეთლემში ვესაუბრეთ ამ ტაძრის მოძღვარს, მამა ზურაბს. მან დაგვლოცა და ინტერნეტ-ვიქტორინის II ტურში გამარჯვება გვისურვა. ზემო ბეთლემში დავესწარით წირვას, აღსარება ჩავაბარეთ და ვეზიარეთ.
მე ძალიან მომეწონა ეს ექსკურსია. ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიგეთ ზემო ბეთლემის შესახებ.





გიორგი ქიბიშაური - "საბავშვო ბლოგის" ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურის გამარჯვებული
 მე ვარ გიორგი ქიბიშაური, თბილისის 49-ე საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე. ძალიან მომწონს „საბავშვო ბლოგის“ გვერდი. მე ამ ბლოგიდან ბევრი ახალი ინფორმაცია შევიტყვე. მე ძალიან მომწონს კატეგორია „ეს საინტერესოა!“ და მინდა ამ კატეგორიას, რაც შეიძლება მეტი საინტერესო ინფორმაცია დაემატოს. ძალიან მინდა ბლოგს დაემატოს კატეგორია „სპორტი“, სადაც დაიდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სპორტის სახეობებს თამაშობდნენ ძველად ქართველები. ასევე სურვილი მაქვს ბლოგზე დაიდოს ახალგამოსული, თანამედროვე საბავშვო წიგნების შესახებ ინფორმაცია.
მე მონაწილეობა მივიღე „საბავშვო ბლოგის“ ინტერნეტ-ვიქტორინაში და გავიმარჯვე I ტურში. ჩვენ ვიყავით ექსკურსიაზე ზემო და ქვემო ბეთლემის ეკლესიებში. მე ცოტა რამ გაგებული მოქნდა ზემო ბეთლემის შესახებ, მაგრამ იქ მისულმა უფრო მეტი შევიტყვე მასზე.
ზემო ბეთლემი ძალიან ლამაზი ეკლესიაა. მე ძალიან მომეწონა ზემო ბეთლემის ხატები და ის, რომ ეკლესია დიდი იყო. მე ზემო ბეთლემში ჩავაბარე აღსარება და ვეზიარე. შემდეგ გავედით ეკლესიის ეზოში. ზემო ბეთლემი შემაღლებულ ადგილზეა და ამიტომ იქედან თბილისი კარგად ჩანს. ჩვენ გადავიღეთ სურათები, მივიღეთ სიგელები და საჩუქრები.
მე ძალიან მომეწონა ექსკურსიაზე გატარებული დრო და ის, რომ ამდენი რამ შევიტყვე ზემო ბეთლემის შესახებ. 

Monday, February 22, 2016

"საბავშვო ბლოგის" ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურის გამარჯვებულთა დაჯილდოება და ექსკურსია ზემო და ქვემო ბეთლემში


ზემო ბეთლემი და ქვემო ბეთლემი
2016 წლის 21 თებერვალს "საბავშვო ბლოგის" ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურის გამარჯვებულებმა მოილოცეს თბილისის უძველესი ტაძრები: ზემო ბეთლემი და ქვემო ბეთლემი.
ინტერნეტ-ვიქტორინის I ტურის წარმატებით გავლისთვის ბავშვებს გადაეცათ სიგელები და პატარა საჩუქრები.
ბავშვები ძალიან გახარებულები იყვნენ და როგორც დაგვპირდნენ, უახლოეს მომავალში თავის შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებენ წერილობით "საბაშვო ბლოგისა" და ექსკურსიის შესახებ.

"საბავშვო ბლოგის" პატარა მეგობრებო, წარმატებებს გისურვებთ ინტერნეტ-ვიქტორინის II ტურში!








გიორგი ქიბიშაური, VI კლასი
თბილისის 49-ე საჯარო სკოლა
















დიტო მაისურაძე, VI კლასი
თბილისის მე-4 საჯარო სკოლა



















ელენე ქიბიშაური, V კლასი
თბილისის 49-ე საჯარო სკოლა

















საბა ფრუიძე, VI კლასი
თბილისის 49-ე საჯარო სკოლა



















სალომე მარტაშვილი, V კლასი
თბილისის 49-ე საჯარო სკოლა














ზემო ბეთლემი

დიტო მაისურაძე, საბა ფრუიძე, სალომე მარტაშვილი, ელენე ქიბიშაური, გიორგი ქიბიშაური










ზემო ბეთლემი

დიტო მაისურაძე, საბა ფრუიძე, სალომე მარტაშვილი, ელენე ქიბიშაური, გიორგი ქიბიშაური













ქვემო ბეთლემი

დიტო მაისურაძე, საბა ფრუიძე, სალომე მარტაშვილი, ელენე ქიბიშაური, გიორგი ქიბიშაური














ქვემო ბეთლემი

დიტო მაისურაძე, საბა ფრუიძე, სალომე მარტაშვილი, ელენე ქიბიშაური, გიორგი ქიბიშაური











ქვემო ბეთლემი

საბა ფრუიძე და გიორგი ქიბიშაური















ზემო ბეთლემი

დიტო მაისურაძე, საბა ფრუიძე, ელენე და გიორგი ქიბიშაურები